სოლტ ლეიკ სიტი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმიზნებს

17 დეკემბერი 2018

აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლებისთვის ბრძოლაში ქვეყნის კანდიდატი შესაძლოა სოლტ ლეიკ სიტი იყოს.

იუტას შტატის დედაქალაქმა ერთგვარ შიდა კონკურენციაში დენვერს (კოლორადოს შტატი) და რენოს (ნევადის შტატი) აჯობა. სოლტ ლეიკ სიტის უპირატესობაზე მნიშნელოვანი როლი ითამაშა ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად უკეთესმა ინფრასტრუქტურამ, რაც თავისთავად ხარჯებზეც აისახება.

სოლტ ლეიკ სიტიმ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2002 წელს უმასპინძლა.

საგულისხმოა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა მზად არიან თავიანთი  ქალაქის კანდიდატურის მხარდასაჭერად.