მინსკის ევროპული თამაშებისთვის ექსკურსიამძღოლებს მულტისპორტული ღონისძების ისტორია გააცნეს

22 დეკემბერი 2018

მეორე ევროპული თამაშების დედაქალაქ მინსკში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს აკრედიტებული ექსკურსიამძღოლებისთვის და თარჯიმან-მეგზურებისთვის საინფორმაციო სემინარი ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, მათ ევროპული თამაშების ისტორია, მისი სპორტული და კულტურული პროგრამის ღირებულებები გააცნეს.

ევროპულ თამაშებთან დაკავშირებით ტურისტები ხშირად გვეკითხებიან. აინტერესებთ, სად ჩატარდება შეჯიბრებები, როგორ უნდა შეიძინონ ბილეთები... ამიტომაც, მსგავსი სემინარები ექსკურსიამძღოლებში შემეცნებას  აამაღლებს, რაც თავისთავად გააუმჯობესებს მინსკი-2019-ის სტუმართა მომსახურების დონეს," - განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა.