ლერი ხაბელოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

24 დეკემბერი 2018

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენაში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა  ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის სახელობის  საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.

ხალიჩებზე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდების 160-მდე მოჭიდავე გავიდა და საპრიზო სამეულები 10 წონით კატეგორიაში შეივსო.

ექვს წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. აზერბაიჯანელები შინ სამი ოქროს მედლით დაბრუნდნენ,  სომხებმა კი ერთ წონაში იმარჯვეს. ინდივიდუალური პირველობის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 230 ქულა დააგროვა და 60 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სომხეთს, აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა კი 155 ქულა აიღეს.

ორდღიანი შეჯიბრება გუნდური პირველობით დასრულდა და კვლავ ქართველმა მოჭიდავეებმა იმარჯვეს.

45 კგ

1 აბდურახმან იბრაგიმოვი (აზერბაიჯანი)
2 ნიკოლოზ სანთელაძე (ამბროლაური)
3 არსენ აგტეკიანი (სომხეთი)
3 მაგამედ მაგამედოვი (ყვარელი. ორც)

48 კგ
1 ვარდან ამირხანიანი (სომხეთი)
2 ლუკა გუგეშაშვილი (ონი)
3 ნურადინ ნოვრუზოვი (აზერბაიჯანი)
3 არუთინ ჰოვანესიანი (სომხეთი)

51 კგ
1 მურად ფატალიევი (აზერბაიჯანი)
2 ზურიკო ჯაყელიძე (აჭარა)
3 აგილ მამადოვი (აზერბაიჯანი)
3 არსენ ისპაელიანი (სომხეთი)

55 კგ
1 ომარ გაზაშვილი (გორი)
2 გაგიკ ნერსესიანი (სომხეთი)
3 ნუგზარ მამიაშვილი (ხაშური)
3 ლერი მორთულაძე (აჭარა)

60 კგ
1 ილკინ მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 გიორგი ზალკალიანი (ამბროლაური)
3 ვაზგენ გაბრიელიანი (ახალქალაქი)
3 აკოფ პოღოსიანი (ახალქალაქი)

65 კგ
1 ფირუზ ქვლივიძე (საგარეჯო)
2 დავით ფაცინაშვილი (გორი)
3 ნაიკ სააკიანი (სომხეთი)
3 თემო თვალიაშვილი (ყვარელი)

71 კგ
1 დავით კუჭუაშვილი (საგარეჯო)
2 ანზორ გოლუბიანი (რუსთავი)
3 ისახან იუსუპოვი (აზერბაიჯანი)
3 გიორგი ბადრიაშვილი (თბილისი)

80 კგ
1 დავით კოღუაშვილი (ქუთაისი)
2 ლუკა ხუჭუა (სამტრედია)
3 მერაბ სულეიმანიშვილი (გორი)
3 დავით იორამაშვილი (ყვარელი)

92 კგ
1 გიორგი ჩიხრაძე (ონი. ორც)
2 საბა გამთენაძე (ქუთაისი)
3 გორ არუთუნიანი (სომხეთი)
3 ოვან ატიკიანი (სომხეთი)

110 კგ
1 ნიკოლოზ ბარაბაძე (თბილისი. ორც)
2 ნოვიკ გაბრელიანი (სომხეთი)
3 ლევან დვალიშვილი (თბილისი)