სეოკ-მა და იაპონიის ქალაქ შიკას მერიამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

24 დეკემბერი 2018

24  დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-სა და იაპონიის იშიკავას პრეფექტურის  ქალაქ შიკას მერიას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი ბანაკის ორგანიზების შესახებ.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ირჩევს ქალაქ შიკას, როგორც პრიორიტეტულ ლოკაციას მოჭიდავეთა წინასაოლიმპიადო მზადების ფარგლებში საწვრთნელი ბანაკის მოსაწყობად, ასევე სეოკ-ი და შიკას მერია ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ქალაქ შიკას მერმა კოიზუმი მასარუმ.

სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონელ სტუმრებს საინტერესო შემოთავაზებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შიკას მერიასთან თანამშრომლება ხელს შეუწყობს  ქართველი სპორტსმენების მზადებას ტოკიოს ოლიმპიადისთვის.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, პრეფექტურის სენატორი მასაო მინამი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰიდეკაი ოიე და საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი ჰასატაკა ობატა.