ტოკიო-2020-ზე მოხალისეობის მსურველთა რიცხვი ორჯერ მეტია

25 დეკემბერი 2018

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორებმა მოხალისედ მუშაობის მსურველთა განაცხადების მიღების გეგმას ბევრად გადააჭარბეს. ტოკიო-2020-ის მასპინძელთა განცხადებით, მათი მიზანი იყო თამაშებისთვის 80 ათასი მოხალისის შერჩევა, მაგრამ მსურველი ორჯერ მეტი - 160 ათასი აღმოჩნდა. გარდა ამისა, მოხალისედ ყოფნის მსურველთა დაახლოებით 60 პროცენტს სულ ცოტა 11 დღით მუშაობა სურს.

განაცხადების მიღების ონლაინ რეგისტრაცია დასრულებულია. ასევე დასრულებულია ტოკიოს ქალაქის მთავრობის მიერ გამოცხადებული მოხალისეთა დამოუკიდებელ პროგრამაში მუშაობის მსურველთა განაცხადების მიღება. აქ 28 689 მსურველია გამოვლენილი. მათი მოვალეობა იქნება აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში და ძირითადი ტურისტული დანიშნულების ადგილებზე მომსახურება.