ლონდონი-2012-ის დოპინგ-სინჯებს 5 დადებითი პასუხი შეემატა

26 დეკემბერი 2018

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე აღებულ დოპინგ-სინჯებს 4 დადებითი პასუხი შეემატა. ამ ხუთეულიდან ხუთივე ძალოსანი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელია: უკრაინელი ალექსეი ტოროხტია (ოქროს მედალი, 105 კგ), აზერბაიჯანელი ვალენტინა ხრისტოვა (ბრინჯაო, 56 კგ), ბელარუსი ნიკოლაი ნოვიკოვი (მე-7 ადგილი, 85 კგ), უზბეკი რუსლან ნურუდინოვი (მე-4 ადგილი, 105 კგ) და სომეხი მელინე დალუზიანი (მე-14 ადგილი, 69 კგ).

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმება კვლავაც გაგრძელდება. რაც შეეხება 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს,  იქ დოპინგ-სინჯებზე 86 დადებითი პასუხი მიიღეს.