RUSADA-ს გენერალური დირექტორი შიშობს, რომ რუსეთი სპორტული იზოლაციის რისკის ქვეშაა

30 დეკემბერი 2018

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) გენერალური დირექტორის იური განუსის განცხადებით, მისი ქვეყანა სპორტული იზოლაციის რისკის ქვეშ არის. თუ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ექსპერტებს წლის ბოლომდე RUSADA-ს ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში წვდომა არ ექნებათ, შესაძლოა რუსეთმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძებების მასპინძლობა ვერ შეძლოს. ამას გარდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად რუსი სპორტსმენების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებში.

შეგახსენებთ, რომ ადრე რუსეთის მხარემ აიღო ვალდებულება WADA-სთვის  RUSADA-ს მონაცემთა ბაზის 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაცემის თაობაზე, ამ პირობის შესრულების შემთხვევაში კი რუსეთს აღუდგებოდა წევრობა WADA-ში.

რამდენიმე დღის წინ WADA-ს ექსპერტთა ხუთკაციანმა ჯგუფმა მოსკოვში მუშაობა ისე დაასრულა, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ RUSADA-სთან მოლაპარაკებები გრძელდება და უახლოეს მომავალში ყველა პრობლემა მოგვარდება.