ტოკიო-2020-ის დასრულებმადე იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისთვის ასაკობრივი შეზღუდვის წესს არ გამოიყენებენ

07 იანვარი 2019

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტი გეგმავს, იაპონიის ეოკ-ის პრეზიდენტის, ცუნეკაძუ ტაკედას მიმართ 2020 წლის ტოკიოს თამაშების დასრულებამდე არ გამოიყენოს ასაკობრივი შეზღუდვის წესი.

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წესდება ხელმძღვანელთა მაქსიმალურ ასაკს არჩევნებისას 70 წლამდე საზღვრავს. საქმე ის არის, რომ 2019 წლის ივნისში, როდესაც იაპონიის ეოკ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, 71 წლის ტაკედეს მიმართ შესაბამისი წესის  გამოყენება არ იგეგმება.

ტაკედა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად 2001 წელს აირჩიეს. ხელახლა არჩევის შემთხვევაში კი მისთვის ეს მე-11 ვადა იქნება (იაპონიაში საპრეზიდენტო ვადა 2 წლით განისაზღვრება).

ცუნეკაძუ ტაკედა პრინც ცუნეიოსი ტაკედას მესამე ვაჟი და იმპერატორ მუცუჰიტოს შვილთაშვილია (დედის მხრიდან), რომელიც იაპონიას 1867 წლიდან გარდაცვალებამდე - 1912 წლამდე მართავდა.

აღსანიშნავია, რომ ცუნეკაძუ ტაკედამ 1972 წლის მიუნხენის და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე ცხენოსნობაში იასპარეზა.