მეორე ევროპულ თამაშებზე დოპინგზე ყოველი მეოთხე სპორტსმენი შემოწმდება

11 იანვარი 2019

მინსკში მეორე ევროპული თამაშებისას ოლიმპიურ სოფელში მაცხოვრებელ ათლეტებს აუცილებელი მედიკამენტების უფასოდ მიღება შეეძლებათ.

„2019 წლის მეორე ევროპული თამაშების დირექციის" ფონდის დირექტორის გეორგი კატულინის თქმით, სამედიცინო და ანტისადოპინგო უზრუნველყოფა მეორე თამაშებისთვის მზადების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა:

 „ჩვენთან იმუშავებენ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი მიმომხილველები, რომლებმაც ოლიმპიურ სოფელში ცხოვრების უფლება ითხოვეს. ყოველივე იმისთვის კეთდება, რომ ვიყოთ მოვლენათა ეპიცენტრში და განვახორციელოთ ანტისადოპინგო კონტროლი."

თამაშებისას დოპინგზე ყოველი მეოთხე სპორტსმენი შემოწმდება. სინჯების რაოდენობა ათასს გადააჭარბებს. რიგ სახეობებში სპორტსმენები ასეთ პროცედურას რამდენიმეჯერ გაივლიან.