ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებმა სატესტო ღონისძიებების კალენდრის მესამე ნაწილი გამოაქვეყნეს

24 იანვარი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა სატესტო ღონისძიებების კალენდრის მესამე ნაწილი გამოაქვეყნა. პირველი მოიცავს 16, მეორე - 20 სპორტულ ღონისძიებას, ხოლო დასკვნითი ნაწილის განრიგით გათვალისწინებულია 15 სატესტო ტურნირი.

მთლიანობაში, 2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით 56 სატესტო ღონისძება ჩატარდება. ზოგიერთი მათგანი გახდება 2020 წლის თამაშებისთვის მზადების პერიოდში იაპონიაში დაგეგმილი საერთაშორისო სპორტული ტურნირების ნაწილი, ხოლო სხვა დანარჩენი განიხილება უშუალოდ სატესტო ღონისძიებებად ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის.

სატესტო ტურნირები ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს გამოსცადონ საკუთარი თავი ოლიმპიურ ობიექტებზე. ტოკიოში სატესტო ტურნირების მიზანია ხელმძღვანელობისთვის და პერსონალისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება, რამაც შემდგომში უნდა უზრუნველყოს თამაშებზე შეუფერხებელი მუშაობა.