ტოკიო-2020-ში 200 ათასზე მეტი მოხალისის განაცხადი შევიდა

25 იანვარი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში მოხალისეთა 200 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა.

ერთი თვით ადრე, როდესაც განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა, გაცხადდა, რომ მოხალისედ მუშაობის 186,101 მსურველმა შეიტანა განაცხადი. მოგვიანებით, განაცხადების მიღების ვადა 18 იანვრამდე, საგანგებოდ  მხედველობა შეზღუდული პირებისთვის გაიზარდა.

ტოკიო-2020-ის სამიზნე იყო 80 ათასი მოხალისის შერჩევა, მაგრამ მსურველთა რაოდენობა 204,680-მდე გაიზრდა. მრავალათასიან არმიაში არიან როგორც იაპონელები, ისე უცხოელები, მათ შორის - მხედველობა შეზღუდული პირებიც.

მოხალისედ ყოფნის მსურველთა ასაკი თინეიჯერობიდან 80 წლამდე მერყეობს. მათი 64 პროცენტი ქალია, იგივე პროცენტული მაჩვენებელი მოდის იაპონელებზეც.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 24 ივლის დაიწყება, პარალიმპური კი - 25 აგვისტოს.