გრენობლის 1968 წლის ოლიმპიური ჩირაღდანი აუქციონზე 231 287 აშშ დოლარად გაიყიდა

25 იანვარი 2019

1968 წლის გრენობლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების  ჩირაღდანი ბოსტონის აუქციონზე 231 287 აშშ დოლარად გაიყიდა (ამ თამაშებისთვის სულ 33 ჩირაღდანი იყო დამზადებული).

აუქციონზე ასევე გატანილი იყო ლეიკ პლესიდის 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი, რომელიც 38 246 აშშ დოლარად გაიყიდა. ასევე გაიყიდა 1964 წლის ტოკიოს (11 251 დოლარი) და 1948 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნებიც (7500 დოლარი).

აუქციონზე გატანილ რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალში 56 817 აშშ დოლარი გადაიხადეს. 24 361 დოლარად გაიყიდა ფარიკაობაში 1964 წლის თამაშების ოქროს მედალი, კუბელი ბეისბოლისტის, მიგელ კალდეს ლუისის მიერ ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს ჯილდო კი - 21 962 დოლარად.