EOC ოთხი მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის ემზადება

28 იანვარი 2019

ლოზანაში 2019 წლის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი საბჭოს პირველ სხდომას უმასპინძლეს.

სხდომაში მონაწილეობდა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი. IOC-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში ოლიმპიურ იდეალების მნიშვნელობას:ახალი ნაციონალიზმისა და ფრაგმენტირებული საზოგადოების ამ მეტად არეულ სამყაროში ოლიმპიური მოძრაობა სტაბილურობის ღუზის როლს ასრულებს. ჩვენ ერთადერთი ვართ, ვისაც სამყაროს გაერთიანება და ყველას ერთად შეკრება შუძლია. ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაშინაც კი, როცა ჩვენი აზრები რიგ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვევა."

EOC-ის პრეზიდენტის იანეზ კოჩიანჩიჩის განცხადებით, 2019 წელს ჩასატარებელი 4 სპორტული ღონისძიება EOC-ს ოლიმპიური ღირებულებების გამოხატვის შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს. საუბარია წლეულს სარაევოში ჩასატარებელ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ბუდვაში (მონტენეგრო) ჩასატარებელ ევროპის ჯუჯა სახელმწიფოთა თამაშებზე, მინსკის ევროპულ თამაშებზე და ბაქოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

EOC აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ასევე მოისმინეს მინსკის მეორე ევროპული თამაშების (21-30 ივნისი) ორგანიზატორების მოხსენება, წარმოადგინეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან (9-16 თებერვალი) დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია; მოისმინეს ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისთვის (21-27 ივლისი) მზადების საკითხები.