ტოკიოს ოლიმპირი თამაშების მოხალისეებს სახელები შუერჩიეს

29 იანვარი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მოხალისეებისთვის ის სახელები შეიარჩია, რომლებიც მათ მულტისპორტული ღონისძიებისას დაეხმარება.

მოხალისეები ცნობილი იქნებიან, როგორც Field Cast, ხოლო ქალაქში განაწილებული მოხალისეებს ერქმევათ City Cast. სახელები განსაზღვრეს ხმის მიცემით, რომელიც 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 20 იანვრამდე ჩატარდა. შორტ-ლისტიდან სახელების ოთხი წყვილი ვარიანტი უნდა შერჩეულიყო.

თავდაპირველად სარეკლამო სააგენტოებს 149 წყვილი სახელი შესთავაზეს. ბოლო ოთხი წყვილი ტოკიო-2020-ის მოხალისეთა შერჩევის კომიტეტის სხდომის შემდეგ შეირჩა. კომიტეტში შედიოდნენ სპორტსმენები, ყოფილი მოხალისეები და ექსპერტები. ხმის მიცემაში მონაწილეობდა 37 739 რესპოდენტი. გამარჯვებულმა სახელებმა - Field Cast და City Cast-მა 16 187 ხმა დააგროვეს, Shining Blue და Shining Blue Tokyo-მ - 10 328, Games Anchor და City Anchor-ს 5 688 ხმა ერგო, ხოლო Games Force და City Force - 5 536 ხმა.