„XXI საუკუნის" მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

31 იანვარი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლის - „ XXI საუკუნის" მე-6 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  

მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ  ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონს, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს  ნინო სალუქვაძეს. სახელოვანმა ტყვიის მსროლელემა ახალგაზრდებს  მოუთხრო მის მიერ განვლილ  სპორტულ გზაზე,  სპორტის როლსა და  მნიშვნელობაზე.