პეკინის დოპინგ-ლაბორატორია საუკეთესო მემკვიდრეობაა

02 თებერვალი 2019

პეკინის 2008 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა რამდენიმე მემკვიდრეობა დატოვა, რომლებიც თითქმის 11 წლის მერე, დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩინეთში.

ერთ-ერთი ასეთი მემკვიდრეობათაგანია თანამედროვე დოპინგ-ლაბორატორიის შექმნა, რომელიც, როგორც ეს WADA-ს წლიურ მოხსენებაშია აღნიშნული, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მოქმედი ლაბორატორიაა.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის პეკინის ლაბორატორია  აღჭურვილი იქნება  3 ათასი სინჯის შესამოწმებლად. ეს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მისიისთვის, რათა დაიცვას სუფთა ათლეტები, ებრძოლოს თაღლითებს და ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინოს აკრძალული პრეპარატების მომხმარებლისა და მისი მომწოდებლის მიმართ.

IOC-ის პრეზიდენტ თომას ბახთან შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დოპინგთან დაკავშირებით თავისი მტკიცე დამოკიდებულება გამოხატა და განაცხადა, რომ მას „სპორტში სძულდა და სძულს დოპინგი".