ტოკიო-2020-ის ბილეთების შესაძენად იაპონიის რეზიდენტებისთვის თარიღი დასახელდა

02 თებერვალი 2019

ტოკიო 2020-ის სპეციალური საიდენტიფიკაციო ბარათების მფლობელებს გაზაფხულის დასაწყისში ოლიმპიური თამაშების ბილეთების შესაძენ ონლაინ-ლატარიაში მონაწილეობა შეეძლებათ. დანარჩენი ბილეთები ცოცხალი რიგით ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის ზამთარში. ამის შემდეგ ტოკიოში გაიხსნება სალაროები, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე ბილეთების ოფიციალური გაყიდვა დაიწყება.

ბილეთების შეძენის იაპონიის რეზიდენტ მსურველებს თავდაპირველად საიდენტიფიკაციო ბარათების აღება მოუწევთ. 1,2 მილიონმა ადამიანმა უკვე გაიარა შესაბამისი პროცედურა. საორგანიზაციო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ლატარიის სისტემა მოწოდებულია იმისთვის, რომ ბილეთების შეძენა უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის შეძენის მსურველი საიდენტიფიკაციო ბარათს ვერ აიღებს, მას ბილეთის შეძენა რიგში შეეძლება.

ბილეთების ფასი ფართო დიაპაზონითაა შედგენილი, რაც ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების საშუალებას ბევრ გულშემატკივარს მისცემს. მილიონობით ბილეთი ხელისაწვდომ ფასში გაიყიდება.

იაპონიის საზღვრებს მიღმა მყოფ გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მეშვეობით ან ავტორიზებული სავაჭრო შუამავლის დახმარებით.