რუსეთმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების 15 მედალი დაკარგა

02 თებერვალი 2019

ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) 12 რუსი მძლეოსანი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ სცნო.

2012 წლის ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმების შედეგად რუსეთის ოლიმპიურმა გუნდმა ჯამში ლონდონის თამაშების 5 ოქროს, 8 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაკარგა (3 რუსი ოლიმპიელი აკრძალული პრეპარატის მიღებაში დამნაშავედ 2017 წელს სცნეს).

რუსი სპორტსმენების მიმართ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის რეკომენდაცია.

რუსეთის ნაკრების წევრებს განაჩენის გასაჩივრება 21 დღის განმავლობაში შეეძლებათ.