მეორე ევროპული თამაშების 20 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული

05 თებერვალი 2019

მინსკის მეორე ევროპული თამაშების ორგანიზატორთა განცხადებით, მულტისპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად 28 ქვეყნის წარმომადგენლებზე 20 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენს.

მინსკი-2019-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის მაქსიმ კოშკალდას განმარტებით, მეორე ევროპულ თამაშებზე ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილების საერთო რაოდენობა 381 ათასია, მაგრამ არსებობს მისი 535 ათასამდე გაზრდის შესაძლებლობაც. მთლიანობაში დაგეგმილია 120 სპორტულ სესიაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, მათ შორის - გახსნისა და დახურვის ცერემონიებისთვის განკუთვნილი ბილეთების.

ყველაზე დატვირთული საშეჯიბრო დღე 25 ივნისია - 18 ასპარეზობა გაიმართება. გაყიდული ბილეთების რაოდენობის გათვალისწინებით, ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, პლაჟის ფეხბურთი და კარატე. ბილეთების შეძენაში ყველაზე მეტად ბელარუსები აქტიურობენ, შემდეგ მოდიან რუსეთი, გერმანია, ირლანდია, ლიტვა და პოლონეთი.

ყველაზე ძვირია გახსნის ცერემონიის ბილეთი - 139 აშშ დოლარი, ხოლო დახურვაზე დასასწრები ბილეთების ფასი მერყეობს 32-დან 60 დოლარამდე.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.