7 არასამთავრობო ორგანიზაცია ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებს აკრიტიკებს

07 თებერვალი 2019

შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ისინი „დიდად იმედგაცრუებულნი" არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებით, რომლებიც კვლავაც იყენებენ ტროპიკული ტყეების ხე-ტყის მასალას და იქვე ადამიანის უფლებათა დარღვევებზეც მიუთითებენ.

მათი ეს განცხადება 2017 წელს წამოჭრილი საკითხის ერთგვარი განახლებული ვარიანტია. მაშინ 47-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), სადაც მითითებული იყო, რომ ტოკიო-2020 იყენებდა ხე-ტყის არალეგალურ ჭრაში ასოცირებული კომპანიებისგან მიწოდებულ მასალას, რომლებიც ასევე შემჩნეული იყვნენ ადამიანის უფლებათა დარღვევებში. 

ერთ-ერთი არასამთავრობო ეკოლოგიური ორგანიზაციის - Rainforest Action Network-ის მიერ 2018 წლის ნოემბერში გაკეთებული მოხსენებიდან ვიტყობთ, რომ ტოკიო-2020-ის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის გამოიყენეს მალაიზიის და ინდონეზიის ტროპიკული ტყეებიდან მიღებული ხე-ტყისგან დამზადებული  134 ათასი ფანერი.

მას შემდეგ ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებმა ხე-ტყის მასალის მიღების პოლიტიკას გადახედეს, მაგრამ არასამთავრობოები კვლავაც ამტკიცებენ, რომ ასეთი მასალის გამოყენების, ადამიანის უფლებათა დარღვევის და ტროპიკული ტყეების განადგურების მხრივ არაფერი არ შეცვლილა, რაც  იმედგაცრუებას იწვევს.