ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია

08 თებერვალი 2019

8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა  ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია. ფესტივალს  10 -15 თებერვალს სარაევო უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში (სამთო - სათხილამურო სპორტი, ფიგურული ციგურაობა) სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

 

ევროპის ზამთრის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

(სარაევო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, 10 -15  თებერვალი)

 -    მონაწილე  ქვეყანა - 46

-    სპორტის სახეობა -  8 

-    სპორტსმენთა რაოდენობა  - 1000- მდე

-    გახსნის ცერემონია - 10 თებერვალი

-    დახურვის ცერემონია - 15 თებერვალი

 

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები

1. ნოდარ კოზანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი )

2. გიორგი აბრამაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი )

3. სანდრო ჟორჟოლიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი )

4. ნინო კურტანიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი )

5. მაგატა ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი )

6. ალინა ურუშაძე (ფიგურული ციგურაობა )

 

შეჯიბრების განრიგი

11 თებერვალი - გიგანტური სლალომი (გოგონები)

12 თებერვალი - გიგანტური სლალომი (ვაჟები)

13 თებერვალი - სლალომი (გოგონები)

13 თებერვალი - ფიგურული ციგურაობა ( მოკლე პროგრამა)

14 თებერვალი - სლალომი (ვაჟები)

14 თებერვალი - ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა)

15 თებერვალი - პარალელური სლალომი (შერეული წყვილები)

სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, საქართველოს დელეგაციის მედროშე იქნება  სანდრო ჟორჟოლიანი.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს სარაევოში წარმატებული გამოსვლა უსურვა.

დელეგაცია სარაეოვოში 9 თებერვალს გაემგზავრება და 16 თებერვალს დაბრუნდება სამშობლოში.