ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის დიდი სლემის მოგებით ჰეთ-თრიკი შეასრულა

11 თებერვალი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრესტიჟულ პარიზის დიდ სლემზე თითო ოქროსა და ვერცხლის, ორი ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონი გახდა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ამასთან -  მესამედ. პირველ ასეთ წარმატებას 2013 წელს მიაღწია, მეორეს - 2015 წელს და ორივე შემთხვევაში ეს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კორეელი ჩო გუ ჰამი იპონით დაამარცხა, ფინალში კი ვაზარით გაუმკლავდა იპონელ აარონ ვულფს, რომელთანაც მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის ფინალში ჰქონდა წაგებული. ასე რომ, ლიპარტელიანმა იაპონელზე ერთგვარი რევანში აიღო.
ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ვაჟა მარგველაშვილ (66 კგ), რომელიც ფინალში მოლდოველ დენის ვიერუსთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

პარიზის დიდი სლემი 2010 წელს მოგებული აქვთ დავით ასუმბანს. 2014 და 2016 წლებში ასევე საუკეთესო იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი.