გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბების დაჯილდოება

11 თებერვალი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პროექტის - „სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება" - ფარგლებში გამარჯვებული სპორტული კლუბები დაჯილდოვდნენ.

აღნიშნული პროექტის  მიზანია  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა; მასწავლებლების დახმარება სასწავლო პროცესის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის მიხედვით დაგეგმვასა და წარმართვაში; ფორმალური და არაფორმალური სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თანაორგანიზატორობით, კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბები და მასწავლებლები გამოვლინდნენ:

  • სსიპ ქალაქ თბილისის N131 საჯარო სკოლა; სასკოლო სპორტული კლუბი „არწივი", კლუბის ხელმძღვანელი - ლია მესტვირიშვილი;

  • სსიპ ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლა; სასკოლო სპორტული კლუბი „ირაო", კლუბის ხელმძღვანელი - ეკა ჭადაშვილი;

  • სსიპ ქალაქ თბილისის N120 საჯარო სკოლა; სასკოლო სპორტული კლუბი „ბაირაღი", კლუბის ხელმძღვანელი - მევლუდ ლაშაური.

გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბის ხელმძღვანელები (მასწავლებლები) და დირექტორები სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი  ელგუჯა ბერიშვილი, ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე მურთაზ მნათობიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი  გია ბეგიაშვილი.