ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან 9 წელი გავიდა

12 თებერვალი 2019

9 წლის წინ,  ვანკუვერის  ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკულად დაიწყო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეული სპორტსმენი - ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ  შემთხვევას ემსხვერპლა.

ნოდარი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და საოცარი პერსპექტივივის მქონე სპორტსმენი გახლდათ. მას ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.