სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეასთან 2032 წლის თამაშების ერთობლივი განაცხადისთვის სეული შეარჩია

12 თებერვალი 2019

სამხრეთ კორეის ოლიმპიურმა კომიტეტმა (KSOC) 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩრდილოეთ კორეასთან ერთობლივ მასპინძლობაზე განაცხადის გასაკეთებლად სეული შეარჩია.

KSOC-ის სხდომაზე არჩევანი უნდა გაკეთებულიყო სეულსა და პუსანს შორის. ჩრდილოეთ კორეას ერთობლივი განაცხადისთვის თავის არჩევანზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ჩრდილოელთა კანდიდატი, დიდი ალბათობით, იქნება დედაქალაქი ფხენიანი.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთობლივი განაცხადის გაკეთებაზე 2018 წლის სექტემბერის ფხენიანის სამიტზე შეთანხმდნენ.

კორეის ნახევარკუნძულის წარმომადგენლები 2032 წლის თამაშების ერთობლივი მასპინძლობის განზრახვის თაობაზე ოფიციალური წერილით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობებენ პარასკევს, ლოზანაში დაგეგმილ შეხვედრაზე.

2032 წლის თამაშების ჩატარებით დაინტერესებულია ავსტრალია, გერმანია, ინდოეთი და ინდონეზია.