ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, პეკინი-2022-ზე სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩინური სტილი

15 თებერვალი 2019

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების  უშუალოდ გასაცნობად პეკინი 2022-ის შტაბ-ბინას ეწვია.

ჩინეთის პრეზიდენტმა თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს მოუწოდა, ყველაფერი იღონონ, რათა შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისობაში იყოს და დროულად დასრულებული. ასევე დასძინა, რომ 2022 წლის თამაშების სამასპინძლოდ საორგანიზაციო კომიტეტი „მწვანე, ღია, სუფთა და ინკლუზიური" ღირებულებების ერთგული დარჩეს.

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, არენების მოწყობისას უნდა გაითვალისწინონ  მოწინავე ტექნოლოგიები, ენერგორენტაბელურობა, გარემოზე ზრუნვა. დაცული უნდა იყოს კულტურული და ეკოლოგიური რელიქვიები და სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩინური სტილი.

2022 წელს პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იქნება.