ტოკიო-2020-ის ბიუჯეტი გაიზარდა

17 თებერვალი 2019

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ბიუჯეტი გაიზარდა.

იაპონიის დედაქალაქის მთავრობის გეგმით, ცერემონიების ბიუჯეტი თავდაპირველად განსაზღვრული იყო 9.1 მილიარდი იენით (82 მილიონი აშშ დოლარი).

გავრცელებული ცნობით, ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიარდ იენამდე (117 მილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, აღნიშნულია, რომ ხარჯები ნაკლები იქნება ლონდონის 2012 წლის თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებთან შედარებით. წინასწარი მონაცემებით, ტოკიოს ხარჯები პარიზის 2024 წლის თამაშებზე ნაკლებიც უნდა იყოს.