ANOC-მა კომისიების შემადგენლობა გამოაცხადა

20 თებერვალი 2019

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ (ANOC) 2019 წლისთვის თავისი კომისიების სრული შემადგენლობა გამოაცხადა.

კომისიების მაქსიმალურად ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობის უზრუნველსაყოფად, თითოეულ კონტინენტს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. საბოლოო შემადგენლობა  აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა. სრულ შემადგენლობას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ. ANOC-ის კომისიებს დაეკისრათ განსაზღვრონ საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ასოციაცია გააუმჯობესებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხარდაჭერას და შეიმუშავებს  პრობლემებთან გამკლავების გზებს.

2019 წელს გაჩნდა ახალი კომისიები: საარჩევნო, ეთიკის, გენდერული თანასწორობის, კულტურის და საგანმანათლებლო.