პეკინელები 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ინდუსტრიული ზონის გარდაქმნას გეგმავენ

25 თებერვალი 2019

ქალაქ პეკინის  მთავრობას 2022 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ყოფილი ინდუსტრიული ზონის საოლიმპიადოდ გარდასაქმნელად დიდი გეგემები აქვს. პეკინელებს მეტალურგიული ქარხანის გასართობ კოპლექსად გარდაკეთება სურთ.

ქალაქის მთავრობის გეგმებშია ყოფილ სამრეწველო რაიონში არსებული 70 მეტრი სიმაღლის გამაგრილებელი მილების ბიგ-ეარის საასპარეზოდ გადაკეთება. საუბარია მოთხილამურეთა და სნოუბორდისტთა ერთგვარ სარბიელზე, სადაც სპორტსმენები დამრეცზე სრიალისას ჰაერში ახტომით სხვადასხვა ტრიუკებს ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ბიგ-ეარის დებიუტი 2018 წლის პიონჩანგის ოლიპიურ თამაშებზე შედგა.

ასევე იგეგმება ინდუსტრიულ პარკში მუზეუმების და დასასვენებელი კომპლექსების კეთილმოწყობაც.  შესაბამის ინფრასტრუქტურას ოლიმპიური თამაშების შემდეგაც გამოიყენებენ საერთაშორისო ღონისძებებისა თუ გამოფენების მოსაწყობად.