საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და ,,თელიან ველს" შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაგრძელდა

25 თებერვალი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სააქციო საზოგადოება ,,თელიანი ველს" შორის. 

ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა  და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ.

საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად ისახავს სეოკ-ის სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას და ოლიმპიურ ღონისძიებებში თანამონაწილეობას.