თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

25 თებერვალი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს თანამედროვე განათლების აკადემიის  მე-4 კლასის მოსწავლეები  და მათი პედაგოგები ესტუმრნენ.

მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  

მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ ჩვენს სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონებს - დავით გობეჯიშვილს, გელა კეტაშვილს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს. ლეგენდარულმა ჩემპიონებმა  ახალგაზრდებს უამბეს  თავიანთ  განვლილ სპორტულ გზაზე, სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად  დიდ ეკრანზე იხილეს დოკუმენტური ფილმი „ერთი ჩემპიონის იტორია."

შეხვედრის დასასრულს სკოლის ბიბლიოთეკას  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად გადაეცა  საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია  - „მოგზაურობა ოლიმპეთში" და 36 წიგნი-პორტრეტი ყველა ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე.