ბაქოში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია შედგა

25 თებერვალი 2019

ბაქოში ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია შედგა. ცერემონიას დაესწრნენ ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები.

ოლიმპიური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბაქო-2019-ის, განათლების, ახალგაზრდობის პოლიტიკისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტია. პროექტის განხორციელებაში მათ დაეხმარება ევროპის ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოლიმპიური სოლიდარობის კომისია. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში სპორტის, კულტურის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაცია.