თომას ბახი ოლიმპიურ მოძრაობაში მოწინავე ტექნოლოგიებს მიესალმება

26 თებერვალი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ბარსელონაში მობილური ტექნოლოგიების უმსხვილეს ყოველწლიურ გამოფენას - Mobile World Congress-ს (1987 წლის თებერვლიდან იღებს სათავეს) დაესწრო. IOC-ის პრეზიდენტმა მოწინავე კომპანიების ხელმძღვანელებს საკუთარი ხედვები გააცნო იმასთან დაკავშირებით,  თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს ციფრულმა ტექნოლოგიებმა ოლიმპიური თამაშების წარმოსაჩენად.

ბახის თქმით,  ადამიანები  დღეს ოლიმპიურ თამაშებთან მრავალმხრივ და იმაზე მეტად არიან დაკავშირებული, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა. ისინი ამას ციფრულ ფორმატში აკეთებენ და აკეთებენ მობილურების გამოყენებით. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ადამიანი დავაკავშიროთ სპორტისა და ოლიმპიური თამაშების ღირებულებებს.

ციფრული მომავალი ასევე გვთავაზობს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ოლიმპიურ თამაშებთან ადამიანების ურთიერთობა. სწორედ ამიტომ მეტად გვახარებს 5G ტექნოლოგიის განვითარება, რადგან ის ბევრ ახალ და უკეთესს შესაძლებლობას მოგვცემს,რათა ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ოლიმპიური დღესასწაულის ემოციები და სპორტის ღირებულებები", - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტი მობილურ ტექნოლოგიათა გამოფენაზე სტუმრობდა ოლიმპიური მოძრაობის უმსხვილეს პარტნიორებს, მათ შორის Intel-ის და „სამსუნგის" ხელმძღვანელებს და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით გეგმებზეც იმსჯელეს.