პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ყველაზე მაღალტექნოლოგიური სატელევიზიო ტრანსლაცია ექნება

01 მარტი 2019

პეკინში მსოფლიო ტელემაუწყებელთა პირველ შეხვედრაზე ოლიმპიური სამაუწყებლო სამსახურის (OBS) გენერალურმა დირექტორმა იანის ექსარქოსმა განაცხადა, რომ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სატელევიზიო ტრანსლაცია იქნება ისტორიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიური.

2008 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რომელსაც ასევე ჩინეთის დედაქალაქმა უმასპინძლა, მთლიანობაში 4,6 მილიარდიანი ტელეაუდიტორია ჰყავდა. ეს შესაძლებელი გახდა ინტერნეტ-ტრანსლაციის დახმარებით. პეკინის თამაშები OBS-მა იმ დროისთვის საუკეთესო HD ხარისხის ფორმატში პირდაპირი ვიდეო-ჩართვებით გადასცა და ამას რეკორდული დრო - 5 ათასი საათი დაუთმო.

2022 წელს ტელემაყურებელი იხილავს ინოვაციურ გამოსხულებას: ზამთრის თამაშების ტრანსლირება მოხდება 4K ფორმატში, რაც თითქმის ორჯერ აჭარბებს HD ხარისხს, ხოლო ზოგიერთი შეჯიბრება გადაიცემა უმაღლესი გარჩევადობის 8K ფორმატით!

ტრანსლაციათა ხარისხის გარდა, ვგეგმავთ ვიმუშაოთ დამატებითი რეალობის სისტემაზე, რაც გულშემატკივარს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად აღმოჩნდეს პეკინის ოლიმპიურ ობიექტებზე. გრანდიოზული გეგმების გათვალისწინებით, 5G ტექნოლოგიას გადამწყვეტი როლი ექნება," - განმარტა იანის ექსარქოსმა და იქვე დასძინა, რომ რიგი სიახლე გამოიცდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.