NHL-ის მოთამაშეთა 99 პროცენტს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა სურს

02 მარტი 2019

ამერიკული ვებ-გვერდის The Athletic-ის ჟურნალისტებმა, რომლებიც ძირითადად ეროვნულ საფეხბურთო ლიგას (NFL), ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას (NBA), ბეისბოლის მთავარ ლიგას (MLB), ჰოკეის ეროვნულ ლიგას (NHL), სტუდენტურ ლიგებსა და ფეხბურთს აშუქებენ, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში NHL-ის 198 მოთამაშე ანონიმურად გამოკითხეს. ერთ-ერთი კითხვა ჟღერდა შემდეგნაირად: „უნდა ითამაშონ თუ არა NHL-ის მოთამაშეებმა ოლიმპიურ თამაშებზე?"

გამოკითხულთა 99 პროცენტმა უპასუხა - „დიახ!"