სტუდენტური სპორტის საერთაშორისო ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ბენდი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეაბიჯებს

03 მარტი 2019

სტუდენტური სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FISU) ტექნიკური ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ბენდი (ჰოკეი ბურთით) 2023 წლის ზამთრის უნივერსიადის და 2026 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილი გახდება.

"ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრება ბენდის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ასეთი ღონისძიება იყო 2016 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ასეთია კრასნოიარსკის უნივერსიადა. გვინდა, რომ ის იყოს წარმოდგენილი 2023 წლის უნივერსიადაზეც. ბენდი იქნება 2020 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. იმედი გვაქვს, რომ ის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილიც გახდება.

გვინდა, რომ 2030 წლიდან ბენდი ოლიმპიური თამაშებზე მუდმივად იყოს წარმოდგენილი. როდესაც ბენდი ოლიმპიური პროგრამების ნაწილი გახდება, ეროვნული ფედერაციები მეტ დაფინანსებას მიიღებენ. აიწევს სპორტის ამ სახეობის სტატუსიც.

ბენდი მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC) და ის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში უნდა შევიდეს," - განაცხადა FISU-ს ტექნიკურმა დელეგატმა ტორ სორენსენმა.