საერთაშორისო მასშტაბით ტოკიო-2020-ის ბილეთების გაყიდვა 14 ივნისიდან დაიწყება

05 მარტი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის საერთაშორისო მასშტაბით ბილეთების გაყიდვა 2019 წლის 14 ივნისიდან იგეგმება, იაპონიაში კი გაყიდვები დაიწყება აპრილის ბოლოს „ოქროს კვირეულის" აღნიშვნისას (ადრინდელ თამაშებზე გაყიდვები იწყებოდა ერთდროულად, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, ისე დანარჩენი სამყაროსთვის).

საინტერესოა, რომ სწორედ 14 ივნისს ძალაში შედის 2020 წლის თამაშებისთვის შემუშავებული კანონი, რომელიც კრძალავს ბილეთების ასლის დამზადებას და მის გაყალბებას. ახალი კანონის თანახმად, ბილეთების უკანონოდ გაყიდვა ითვალისწინებს ერთი წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ფულად ჯარიმას ერთ მილიონი იენის (9 000 აშშ დოლარი) ოდენობით.

თითოეული ქვეყნისთვის გამოყოფილი ბილეთების რაოდენობას ავტორიზებულ გამყიდველებს აპრილში აცნობებენ.