პეკინი-2022 მემკვიდრეობის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს

09 მარტი 2019

ჩჟანცზიაკოუს მთის რაიონი, სადაც 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას შეჯიბრებები ჩატარდება სნოუბორდში, ფრისტაილში, ბარის თხილამურობაში, ტრამპლინიდან ხტომებში, სათხილამურო ორჭიდში და ბიატლონში, შეჯიბრებათა დასრულების შემდეგ ოლიმპიურ პარკად გადაკეთდება.

ჩჟანცზიაკოუში მსოფლიო დონის სამთოსათხილამურო კურორტის შექმნა იგეგმება. ბიატლონისტთა კომპლექსი გარდაიქმნება მულტისპორტულ შემეცნებით მოედნად, სადაც ზამთარში ჩატარდება მასტერ-კლასები სათხილამურო რბოლებში და სხვა აქტივობები. ზაფხულში აქვე საკუთარ ძალებს მოსინჯავენ ცხენოსნობაში, მაუნთინბაიკსა და გორგოლაჭებიან სპორტში," - ჩჟანცზიაკოუს მომავლის გეგმებზე საუბრობს პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორის მოადგილე ლი ლი.

ასევე იგეგმება ტრამპლინისტთა კომპლექსის  საქმიანი ტურიზმის ცენტრად გადაკეთება, სათხილამურო ტრასების ადგილზე  ცხენოსნობის ცენტრის ამოქმედდება, კემპინგის, მთის პარკისა და ყინულის გასართობი კომპლექსის მოწყობა.

2022 წლის ოლიმპიურ თამაშებს ჩჟანცზიაკოუს ოლქისთვის დღესვე მოაქვს ბევრი სარგებელი. ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობის წყალობით, მოგვარდა სატრანსპორტო პრობლემები, ხოლო მწვანე ენერგიის გამოყენებამ ის ჩინეთში ეკოლოგიურად ერთ-ერთ სუფთა რეგიონად აქცია.

ოლიმპიური თამაშების მემკვიდრეობის საკითხი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC) და ორგანიზატორი ქვეყნებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.