IOC დოპინგ-სკანდალის მონაწილეთა უმკაცრესად დასჯისკენ მოუწოდებს

09 მარტი 2019

ავსტრიულ ზეეფელდში მიმდინარე სათხილამურო სპორტის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში მხილებულათათვის უმკაცრესი სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC).

„IOC შეშფოთებულია გამოძიების შედეგებით გამოვლენილი სპორტსმენებისა და მათი გარემოცვის სამარცხვინო საქციელით. ვიმედოვნებთ, რომ დამნაშავეები უახლოეს ხანებში შესაბამისი კანონმდებლობით მკაცრად დაისჯებიან და, ამგვარად, შემაკავებელ ეფექტს მივიღებთ", - აცხადებს IOC.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სკანდალში გახვეულ სპორტსმენებს მოუწოდებს, დანაშაულის აღიარებით და გამოძიებასთან თანამშრომლობით შეიმსუბუქონ სასჯელი.

ზეეფელდის სათხილამურო სპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიისა და გერმანიის საგამოძიებო სამსახურებმა ერთობლივი ანტისადოპინგო რეიდი ჩაატარეს. დააკავეს ყაზახეთის, ესტონეთის და ავსტრიის 5 სპორტსმენი. დანაშაული აღიარა ორმა ესტონელმა და ამდენივე ავსტრიელმა მოთხილამურემ, ხოლო ყაზახეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აკრძალული პრეპარატი არასდროს მიუღია.