საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაიწყო

10 მარტი 2019

ნოვი სადში (სერბეთი) მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 წონაში გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან ოთხში მიაღწია წარმატებას.

ქართველ ფალავანთაგან ფინალამდე გაიკვალა გზა ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), მაგრამ  გადამწყვეტ შეხვედრაში სომხეთის წარმომადგენელ ვაზგენ ტევანიანთან 1:2 დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ასპარეზობა რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ).