საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

11 მარტი 2019

ნოვი სადის (სერბეთი) 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვებით წარმატებას მიაღწია 74 და 86 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

გიორგი სულავამ (74 კგ) მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი ფაზლი ერილმაზი 4:0 დაამარცხა, ხოლო ზაურ ბერაძე (86 კგ) ბელარუს არკადი პაჰასიანს 4:2 მოუგო.

ერთი დღით ადრე ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა ედემ ბოლქვაძემ (65 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ).