მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე ევროპის თასის მფლობელია

11 მარტი 2019

სლოვაკეთის ქალაქ სამორინში  გამართულ შეჯიბრებაში - „ევროპის თასი ტყორცნებში" - საქართველოს მძლეოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი მუჯარიძემ 23 წლამდელთა შორის ბირთვის კვრაში პირველი ადგილი დაიკავა - 20.27 მ.  გიორგიმ თავის ასაკობრივ კატეგორიაში  ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მუჯარიძე  პირველი მძლეოსანია, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ამ რანგის შეჯიბრებაში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.