გურამ გიორბელიძემ ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

11 მარტი 2019

ლას ვეგასში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე  საქართველოს ნაკრები 2 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძემ ატაცში 2 ცდა წარმატებით გამოიყენა და 120 კილოგრამით საქართველოს რეკორდიც დაამყარა.  გაცილებით უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 150 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე ვერცხლის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 270 კილოგრამით.