მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე 100 დღე რჩება

15 მარტი 2019

მინსკში მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე 100 დღე რჩება. წლის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიება 10 საშეჯიბრო დღისგან და სპორტის 15 სახეობის  23 დისციპლინისგან შედგება. გათამაშდება მედლების 199 კომპლექტი.

აღსანიშნავია, რომ 8 სახეობას ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება, ხოლო ბადმინტონში, კრივში და ძიუდოში ასპარეზობები ევროპის ჩემპიონატის რანგით წარიმართება.

ბელარუსის დედაქალაქში ელოდებიან ევროპის 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტ ათლეტს, 1000-ზე მეტ აკრედიტებულ ჟურნალისტს.  სპორტული არენებიდან მაუწყებლობის საერთო მოცულობა 500 საათს აღემატება, საერთაშორისო ტრანსლაციებისთვის 200-ზე მეტ სატელევიზიო კამერა იმუშავებს.

მეორე ევროპულ თამაშებს მოემსახურება 8 ათასზე მეტი მოხალისე.

მინსკი ევროპის მეორე თამაშებს 21-30 ივნისს უმასპინძლებს.