იაპონელი, რომელიც 1964 წლიდან ყველა ოლიმპიურ თამაშებს დასწრებია, 92 წლისა გარდაიცვალა

19 მარტი 2019

იაპონელი გულშემატკივარი ნაოტოსი იამადა, რომელიც 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან ყველა ღონისძიებას დასწრებია, 92 წლისა გარდაიცვალა.

იამადა, რომელსაც იცნობდნენ მეტსახელით „ოლიმპიელი ბაბუა",  ცოტა ხნით ადრე  ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები მთელი მისი ცხოვრების კულმინაცია გახდებოდა.

გულისტკივილით შევიტყვე, რომ 92 წლისა გარდაიცვალა ნაოტოსი იამადა. ის იყო ნამდვილი სუპერფანატი. გაისად ტოკიოში ჩვენ ის დაგვაკლდება," - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის სიტყვებს ავრცელებს ორგანიზაციის ოფიციალური ტვიტერი.