ტოკიოში ოლიმპიური ჩირაღდანი, მისი ემბლემა და ელჩები წარმოადგინეს

20 მარტი 2019

2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის შექმნისას გამოიყენეს იაპონიელთა უსაყვარლესი ყვავილის - საკურას მოტივები. საკურას ფურცლები თვალშისაცემადაა ასახული ჩირაღდნის ფორმებში, იგრძნობა იაპონიის კულტურაც. ჩირაღდნის დასამზადებელ მასალად გამოყენებულია იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში დანგრეული სახლების ალუმინის კონსტრუქციები.

ცნობილია, რომ ჩირაღდნის ესტაფეტა მოგზაურობას 2020 წლის მარტში, საკურას ყვავილობასთან ერთად დაიწყებს. ესტაფეტის ელჩებს შორის არიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტადაჰირო ნომურა, სამგზის პარალიმპელი აკი ტაგუჩი და მსახიობი სატომი იშიჰარა.