„XXI საუკუნის" მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

25 მარტი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლის - „ XXI საუკუნის" მე-5 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  

მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ  ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონს დავით გობეჯიშვილს. სახელოვანმა მოჭიდავემ ახალგაზრდებს  მოუთხრო მის მიერ განვლილ  სპორტულ გზაზე,  სპორტის როლსა და  მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად მიიღეს საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია  - მოგზაურობა ოლიმპეთში".