2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე ძალოსნობისთვის პირობითი სტატუსის მოხსნის პირობები დასახელდა

27 მარტი 2019

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს (EB) სხდომაზე ძალოსნობას პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართვის პირობითი სტატუსი მიენიჭა.

IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ დადებითად შეაფასა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მიერ ბოლო 18 თვის განმავლობაში ანტისადოპინგო პროგრამის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები.

IWF მიესალმება IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც პირობითი სტატუსი შეიცვლება მაშინ, როდესაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია რამდენიმე მოთხოვნას შეასრულებს.

უმთავრეს მოთხოვნათა შორის არის ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) სრულფორმატიანი შეთანხმების გაფორმება.

IOC-ის სპორტული დირექტორის კიტ მაკონელის განმარტებით, ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ, ოლიმპიურ პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის პირობითი სტატუსი ავტომატურად გაუქმდება.

სუფთა" შეჯიბრებებთან IWF-ის ერთგულებამ ჩვენი სპორტის სახეობა შეცვალა. ვხედავთ, რომ ძალოსნები ახალ წონით კატეგორიებში გამოდიან, იბრძვიან მსოფლიო რეკორდების ახალი სტანდარტებისთვის და წარმოადგენენ უფრო ბევრ ქვეყანას. IWF-მა ყოველივეს მიაღწია გამოცდილი პარტნიორების დახმარებით. მათ შორის არიან IOC, WADA, ITA და USADA. ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს ხანებში სრულად შევძლებთ თანამშრომლობას ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან, რაც სრულად დააკმაყოფილებს IOC-," - განაცხადა IWF-ის პრეზიდენტმა ტამაშ აიანმა.

2017 წლის ივნისში IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ თუ IWF თავის სახეობაში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას არ გააძლიერებდა, შესაძლოა, 2024 წლის ოლიმპიური პროგრამაში ძალოსნობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დამდგარიყო.