II ევროპული თამაშების მასპინძლებმა ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარეს

27 მარტი 2019

მინსკის მეორე ევროპული თამაშების მასპინძლებმა მულტისპორტული ღონისძიების გამშუქებელი ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარეს. მასზე მიწვეულნი იყვნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები (მწერალი) და იმ ტელეკომპანიათა წარმომადგენლები, რომლებსაც ტრანსლაციების უფლება არ აქვთ.

სემინარზე დაწვრილებით განიხილეს შერეულ ზონებში და პრესცენტრში სამუშაო პროცესის ორგანიზების საკითხები, აკრედიტაციები, ფოტოგრაფთა სერვისები, ასევე მედიის წარმომადგენელთა სატრანსპორტო სისტემა.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს კომფორტული მუშაობისთვის შევუქმნათ ყველანაირი პირობა," - განაცხადა მინსკი-2019-ის კომუნიკაციების მართვის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის უფროსმა სპეციალისტმა ელენა გამულიამ.