17-წლამდელ გოგონათა ნაკრების წარდგენა ხელბურთის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის

28 მარტი 2019

2019 წლის 3-11 აგვისტოს , საქართველო მასპინძლობს 17-წლამდე გოგონათა ეროპის ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყანა : სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი, ლატვია და საქართველო.

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ხელბურთში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ჩვენი ქვეყნის 17-წლამდელ გოგონათა ნაკრების წარდგენა. ამასთან ერთად, წარმოდგენილი იყო ჩემპიონატის ლოგოს საკონკურსოდ შემოსული ორმოცდაათამდე ნიმუში. ჟიურის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა თეონა ოთხოზორიას მიერ შექმნილი ლოგო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი ზურაბ კაკაბაძე და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელები. სეოკ-ის პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ქალთა ხელბურთის განვითარების მნიშვნელობაზე, მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა გოგონათა გუნდს.